ნოემბერი 548
en

ეროვნული არქივი თბილისის საარქივო ფილმების პირველ საერთაშორისო ფესტივალს გამართავს

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივი თბილისის საარქივო ფილმების საერთაშორისო ფესტივალს პირველად ჩაატარებს. ფესტივალი 2022 წლის 5-9 ოქტომბერს ეროვნული არქივის კინოდარბაზში გაიმართება.

ფესტივალის ფარგლებში ნაჩვენები იქნება საქართველოსა და უცხო ქვეყნების საარქივო, სამუზეუმო, საბიბლიოთეკო თუ სხვა დაწესებულებებში დაცული ყველაზე ძველი კინოდოკუმენტები – ერთი ფილმი ან ფილმების პროგრამა. ღონისძიების მონაწილეებს 15-წუთიანი პრეზენტაციების გამართვის შესაძლებლობაც მიეცემათ. აღსანიშნავია, რომ ფესტივალის თემატიკა ყოველწლიურად შეიცვლება.

თბილისის საარქივო ფილმების საერთაშორისო ფესტივალში მონაწილეობის მსურველებმა განაცხადი და წარსადგენ ფილმთან დაკავშირებული მასალა უნდა გამოაგზავნონ 2022 წლის 1 ივლისამდე ელექტრონული ფოსტის მისამართზე: TIAFF@archives.gov.ge ან  მატერიალური ფორმით მისამართზე: საქართველოს ეროვნული არქივი, ვაჟა-ფშაველას გამზირი 1, თბილისი, საქართველო 0160.

ფესტივალის შესახებ დამატებით ინფორმაციას შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე: https://archive.gov.ge/ge/saarkivo-filmebis-festivali-1