ნოემბერი 548
en

ეროვნული არქივის დელეგაცია ლიეტუველი კოლეგების გამოცდილებას გაეცნო

საარქივო სფეროში დანერგილი სიახლეების გაცნობისა და უცხოელი კოლეგების გამოცდილების გაზიარების მიზნით საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივის დელეგაცია ლიეტუვას ეწვია.

ეროვნული არქივის გენერალური დირექტორი თეონა იაშვილი შეხვდა ლიეტუვის მთავარ არქივისტ დაივა ლუკშაიტესს, რომელმაც ქართველ კოლეგას ელექტრონულ არქივებთან დაკავშირებული გამოცდილება გაუზიარა და თავადაც მიიღო ინფორმაცია საქართველოს ეროვნული არქივის საქმიანობის შესახებ; ორი ქვეყნის წარმომადგენლებმა შეხვედრაზე განიხილეს მომავალი თანამშრომლობის პერსპექტივებიც.

ვიზიტის ფარგლებში თეონა იაშვილი ეწვია ლიეტუვის ცენტრალურ სახელმწიფო არქივსაც და ახალი 10-სართულიანი შენობის მშენებლობა დაათვალიერა; ამასთანავე გაეცნო არქივის საქმიანობას, დოკუმენტების დიგიტალიზაციის პროცესს, დაათვალიერა თანამედროვედ აღჭურვილი არქივსაცავები და რესტავრაციის ლაბორატორია; გაეცნო რეგიონული არქივების მუშაობის სპეციფიკასაც და შეხვედრები გამართა კაუნასის, კლაიპედისა და შიაულიაის საარქივო დაწესებულებებში.

საქართველოსა და ლიეტუვის არქივები მრავალი წელია ნაყოფიერად თანამშრომლობენ პროფესიული გამოცდილების გაცვლისა და ერთობლივი პროექტების განხორციელების მიმართულებებით.