ნოემბერი 548
en

ეროვნული არქივის გაუმჯობესებულ ინფრასტრუქტურაზე ისაუბრა იუსტიციის მინისტრმა დღეს პარლამენტში

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივის გაუმჯობესებულ საარქივო ინფრასტრუქტურაზე ისაუბრა დღეს იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, "მინისტრის საათის" ფორმატში.

„მიმდინარეობს არქივის გაციფრულება და ახალი ინფრასტრუქტურული განახლება. კერძოდ, დაიწყო არქივის რეგიონული შენობის მშენებლობა გორში, ასევე დუშეთში მცხეთა-მთიანეთის არქივის ახალი შენობის პროექტირების სამუშაოები მიმდინარეობს. წლის ბოლომდე კი დასრულდება ხაშურის არქივის შენობის რეაბილიტაცია“, – განაცხადა რატი ბრეგაძემ.