ნოემბერი 548
en

ეროვნული არქივის კინოთეატრში ქართული ანიმაციური ფილმების ჩვენება მიმდინარეობს

ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივდღეს ანიმაციური ფილმების ორდღიანი ჩვენება გაიხსნა.   

1 და 2 ივნისს, 13:00, 15:00 და 17:00 საათზე, ეროვნული არქივის კინოთეატრში წარმოდგენილი იქნება მულტიპლიკაციური ფილმები: „სამი მეზობელი“ (რეჟისორი ვახტანგ ბახტაძე, 1966), „ტყის კვარტეტი“ (რეჟისორი მერაბ სარალიძე, 1984), „ხელმარჯვე ოსტატი წყალქვეშ“ (რეჟისორი ვახტანგ ბახტაძე, 1977), „ნამდვილი მეგობრები“ (რეჟისორი ნელი ოქროპირიძე, 1976) და „საფრთხობელები“ (რეჟისორი მერაბ სარალიძე, 1993). 

პროგრამაში შესული ანიმაციური ფილმები დაცულია საქართველოს ეროვნული არქივში. მათი ციფრული რესტავრაცია ბოლო წლებში განხორციელდა. 

დასწრება თავისუფალია, სეანსის ხანგრძლივობაა 50 წუთი. 

მისამართი: ეროვნული არქივის კინოთეატრი, თბილისი, ვაჟა-ფშაველას გამზ. N1 / პეკინის გამზ. N40 (შესასვლელი პეკინის გამზირის მხრიდან).  

სეანსების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ბმულზე: https://archive.gov.ge/ge/movies