ნოემბერი 548
en

ეროვნული არქივის რესტავრატორებმა 6 თვეში 15 ათასამდე ფურცელს ჩაუტარეს რესტავრაცია

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივის რესტავრაციის ლაბორატორიაში 2024 წლის პირველ ნახევარში რესტავრაცია ჩაუტარდა ეროვნული საარქივო ფონდის დოკუმენტების 14 766 ფურცელს, რომელთა შორის 234 ძველი საბუთია. 

ამავე პერიოდში რესტავრატორებმა იმუშავეს 43 ტექნიკურ ნახაზის, 69 ფოტოს, 1 წიგნსა და 2 ჟურნალის აღდგენასა და კონსერვაციაზე. 

აღსანიშნავია, რომ დასრულდა მუშაობა XII საუკუნის ქურაშის ოთხთავზე, რომელიც ეტრატზეა შესრულებული და პალიმფსესტურ ფურცლებს შეიცავს. ხელნაწერი 2024 წლის ივნისში ეცერის თემს დაუბრუნდა.