ნოემბერი 548
en

ეროვნული არქივის რესტავრირებული ფილმები იტალიურ ფესტივალზეა წარმოდგენილი

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნულ არქივში რესტავრირებული ქართულ ფილმები იტალიაში მიმდინარე მოკლემეტრაჟიანი ფილმების ფესტივალზე „Lago Film Fest“ არის წარმოდგენილი.

ჩვენების კურატორმა, ქართველმა კინორეჟისორმა ალექსანდრე კობერიძემ საქართველოს ეროვნულ კინოცენტრსა და საქართველოს ეროვნულ არქივთან თანამშრომლობით რეტროსპექტივაზე წარადგინა ფილმები: კოტე მარჯანიშვილის „გოგი რატიანი“ (1927), სოსო ჩხაიძის „კოლხიდა“ (1967), ბიძინა რაჭველიშვილის „ხაბაზები“  (1970, დაცულია საქართველოს ეროვნულ არქივში), ბაადურ წულაძის „ფეოლა“ (1970), გოდერძი ჩოხელის „მეკვლე“ (1981, დაცულია საქართველოს ეროვნულ არქივში).

„ხაბაზებისა“ და „მეკვლეს“ ციფრული რესტავრაცია საქართველოს ეროვნულ არქივში ბოლო წლებში განხორციელდა.

„Lago Film Fest“ 22-30 ივლისს იტალიაში იმართება. ქართული ფილმების რეტროსტექტივის ნაწილს „სასიყვარულო წერილი ქართულ კინოს ალექსანდრე კობერიძის კურატორობით“ ჰქვია.