ნოემბერი 548
en

ეროვნული არქივის საგამოფენო პავილიონში დღეს საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი გამოფენა გაიხსნა

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივის საგამოფენო პავილიონში დღეს საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი გამოფენა გაიხსნა.
გამოფენა ასახავს საქართველოს პირველ დემოკრატიულ რესპუბლიკაში განვითარებულ ძირითად მოვლენებს, ასევე იმ ნაბიჯებს, რომლებიც საქართველოს სახელმწიფომ მე-20 საუკუნის დასაწყისში დემოკრატიული ღირებულებების დასამკვიდრებლად გადადგა. საქართველოს პირველი რესპუბლიკის დამოუკიდებლობის აქტი; 1921 წლის კონსტიტუცია დამფუძნებელი კრების წევრთა ხელმოწერებით; მთავრობის, ეროვნული საბჭოს, დამფუძნებელი კრებისა და სახელმწიფო სტრუქტურების საეტაპო მნიშვნელობის დოკუმენტების დედნები; ემიგრაციაში მყოფი მთავრობის მუშაობის ამსახველი მასალა; დემოკრატიული რესპუბლიკის გერბისა და შტანდარტის ორიგინალები; 1918-1921 წლების ისტორიის ამსახველი ფოტომასალა; ლევილის უკანასკნელი არქივში გაერთიანებული დოკუმენტები – ეს მხოლოდ მცირე ნაწილია იმ ექსპონატებისა, რომელიც დამთვალიერებელს ეროვნული არქივის საგამოფენო პავილიონში დახვდება.
ექსპოზიცია ივნისის ბოლომდე გაგრძელდება და გამოფენის ნახვა შესაძლებელია ყოველდღე, ორშაბათის გარდა, კოვიდრეგულაციების დაცვით.