თებერვალი 548
en

ეროვნული არქივის საგანმანათლებლო პროექტი 2026 წლის აპრილსა და მაისში გაიმართება

საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის შესახებ საქართველოს ეროვნული არქივის ყოველწლიურ საგანმანათლებლო პროექტში მონაწილეობის მსურველთა განაცხადების მიღება დაიწყო. სკოლის მოსწავლეთა გუნდების რეგისტრაცია 20 მარტის ჩათვლით გაგრძელდება.

ღონისძიებაში მონაწილეობა შეუძლიათ საქართველოს საჯარო და კერძო სკოლების VIII-XI კლასის მოსწავლეებს.

საგანმანათლებლო პროექტი ინტელექტუალური თამაშის - რა? სად? როდის?“ - პრინციპით ჩატარდება. რეგისტრირებულ გუნდებს შორის ნახევარფინალი აპრილის ბოლო კვირაში გაიმართება, გამარჯვებულები კი მაისის ბოლოს დაგეგმილ ფინალურ ეტაპზე გამოვლინდებიან და  სხვადასხვა პრიზითა და სიგელით დაჯილდოვდებიან.

ეროვნული არქივის საგანმანათლებლო პროექტს 2015 წელს ჩაეყარა საფუძველი და მისი მიზანი ჩვენი ქვეყნის 1918-1921 წლების ისტორიით მოსწავლეთა დაინტერესებაა. ღონისძიება საქართველოს იუსტიციის სამინისტროს, ასევე საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერით ხორციელდება.

პროექტის შესახებ დეტალური ინფორმაციის მიღება შესაძლებელია ბმულზე: https://archive.gov.ge/ge/saganmanatleblo-proekti-2026-1