ნოემბერი 548
en

ეროვნული არქივის საგანმანათლებლო პროექტის ფინალური ტურის მონაწილეები გამოვლინდნენ

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივის საგანმანათლებლო პროექტ  „საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკისფინალში 42 მოსწავლე გადავიდაფინალური ტურის მონაწილეთა შესახებ დეტალური ინფორმაცია გამოქვეყნდა ბმულზეhttps://archive.gov.ge/ge/saganmanatleblo-proekti-2022-1.

 

დასკვნითი ღონისძიება zoom-ის პლატფორმაზე გაიმართება. კონკურსანტებმა ესე კონკრეტულ თემაზე ონლაინრეჟიმში უნდა დაწერონ და საკონკურსო კომისიას ელექტრონულად გაუგზავნონ. საბოლოოდ, 10 საუკეთესო ნაშრომი გამოვლინდება და გამარჯვებულების ვინაობა  20 მაისს დაგეგმილ ონლაინშეჯიბრზე გაირკვევა.

პირველ ეტაპზე პროექტში მონაწილეობის მსურველებმა 1918-1921 წლების საქართველოს ისტორიის თემაზე ესეები მოამზადეს და საკონკურსო კომისიას ელექტრონული ფოსტით გაუგზავნეს. კომისიამ თითოეული მოსწავლის ნაშრომი შეაფასა და ფინალისტები შეარჩია

 

საქართველოს ეროვნულ არქივ პროექტს საქართველოს იუსტიციის სამინისტროსა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით ახორციელებს.