ნოემბერი 548
en

ეროვნული არქივის საგანმანათლებლო პროექტის ნახევარფინალური თამაშები თბილისსა და ქუთაისში 24 აპრილს გაიმართება

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივის საგანმანათლებლო პროექტ „საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის“ ნახევარფინალურ თამაშში  86 საჯარო და კერძო სკოლის მოსწავლეები მიიღებენ მონაწილეობას. VIII-XII კლასელებისგან შემდგარ გუნდებში 5 ძირითადი და ერთი სათადარიგო წევრია. ნახევარფინალი თბილისსა და ქუთაისში 2023 წლის 24 აპრილს ერთდროულად გაიმართება.

ვიქტორინის ნახევარფინალური, ისევე როგორც ფინალური ეტაპი, „რა? სად? როდის?“ ინტელექტუალური თამაშის პრინციპით ჩატარდება. 20 მაისს თბილისში დაგეგმილ ფინალურ ეტაპზე გამარჯვებულები რამდენიმე ნომინაციაში გამოვლინდებიან და სხვადასხვა პრიზითა და სიგელით დაჯილდოვდებიან.

საგანმანათლებლო პროექტს, რომელიც ჩვენი ქვეყნის 1918-1921 წლების ისტორიით მოსწავლეთა დაინტერესებას ემსახურება, ეროვნულმა არქივმა საფუძველი 2015 წელს ჩაუყარა.

პროექტი საქართველოს იუსტიციის სამინისტროს და საქართველოს განათლებისა და  მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით ხორციელდება.

დეტალური ინფორმაციის მიღება შესაძლებელია ბმულზე: https://archive.gov.ge/ge/saganmanatleblo-proekti-2023-1