ნოემბერი 548
en

ეროვნული არქივს მარო მაყაშვილის სახელობის სამხედრო მოსამსახურეთა სარეაბილიტაციო ცენტრიდან სამხედრო მოსამსახურეები ეწვივნენ

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივის საგამოფენო პავილიონს დღეს თავდაცვის სამინისტროს წეროვნის მარო მაყაშვილის სახელობის სამხედრო მოსამსახურეთა სარეაბილიტაციო ცენტრიდან სამხედრო მოსამსახურეები ეწვივნენ.

სტუმრებმა საქართველოს პირველი რესპუბლიკის შესახებ საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი გამოფენა დაათვალიერეს, ამასთან, ისტორიკოსმა მიხეილ ბახტაძემ სამხედრო მოსამსახურეებს პირველი რესპუბლიკის საქმიანობის მნიშვნელოვანი დეტალები გააცნო. სტუმრებს საჩუქრად გადაეცათ ეროვნული არქივის გამოცემა „საქართველოს პირველი რესპუბლიკის არმიისა და სახალხო გვარდიის შეიარაღება“, რომლის ავტორიც ისტორიკოსი დიმიტრი სილაქაძეა.

სამხედრო მოსამსახურეებს იუსტიციის მინისტრის მოადგილემ ბუბა ლომუაშვილმა, იუსტიციის მინისტრის მოადგილემ თორნიკე ჭეიშვილმა და ეროვნული არქივის გენერალურმა დირექტორმა თეონა იაშვილმა უმასპინძლეს. ღონისძიებას სამხედრო მოსამსახურეებთან ერთად  თავდაცვის სამინისტროს სოციალურ საკითხთა და ფსიქოლოგიური მხარდაჭერის დეპარტამენტის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი კარლო ლაბაძე დაესწრო.