ნოემბერი 548
en

ეროვნული არქივი 2012 წელს 51 000-მდე მოქალაქეს მოემსახურა

საქართველოს იუსტიციის სამინიტროს ეროვნული არქივი 2012 წლის განმავლობაში 51 000-მდე მოქალაქეს მოემსახურა.  

საისტორიო, უახლესი ისტორიის, კინოფოტოფონოდოკუმენტების, ქუთაისის ცენტრალური, ასევე, ადგილობრივი არქივებიდან მოქალაქეებმა 50 000-ზე მეტი თემატური და სოციალურ-უფლებრივი ხასიათის ცნობა მიიღეს, მკვლევართა დარბაზებში კი 700-მდე ადამიანმა იმუშავა, რომელთაგან 70 უცხო ქვეყნის მოქალაქე იყო. 

ეროვნულ არქივში დაცული მასალებიდან მოქალაქეები, ძირითადად, ითხოვენ შემდეგ დოკუმენტებს: დაბადების, გარდაცვალების, ქორწინების ცნობა; რეპრესიისა და რეაბილიტაციის ცნობა; სამუშაო სტაჟის დამადასტურებელი ცნობა; გენეალოგიური და ბიოგრაფიული ხასიათის ცნობა; ქონებრივი უფლების დამადასტურებელი ცნობა და სხვ. 

ეროვნული არქივის საცნობარო მომსახურების მიღება შესაძლებელია იუსტიციის სახლებში, ასევე, რეგიონულ და ადგილობრივ არქივებში. 

რას შეეხება მკვლევარებს, 2012 წლის განმავლობაში ისინი მუშაოდნენ შემდეგ თემებზე: ბერძნები საქართველოში; რუსეთის იმპერიის რეპრესირებული პოლიტიკის გატარება დაღესტანში; კავკასია  XIX – XX საუკუნეებში; კავკასიის  არქეოგრაფიული მასალები; შუა აზიის  ირიგაციის ისტორია; მეფის რუსეთის დამპყრობლური პოლიტიკა სამხრეთ აზერბაიჯანში; სახელოვნებო დაწესებულებები 1920-30-იანი წლების კავკასიაში და სხვ.