ნოემბერი 548
en

ეროვნული არქივი საარქივო კვლევის საერთაშორისო ცენტრის შეხვედრაში მონაწილეობს

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივის სამეცნიერო განყოფილების ხელმძღვანელი ქეთევან ასათიანი საარქივო კვლევის საერთაშორისო ცენტრის (ICARUS) მიერ ორგანიზებულ შეხვედრაში მონაწილეობს.

ღონისძიება 23 ნოემბერს გაიხსნა. რიგით მე-16 შეხვედრაზე, რომელიც ავსტრიაში, ქალაქ სანქტ-პელტენში იმართება,  განხილვის თემაა „კულტურული მემკვიდრეობა ახლო აღმოსავლეთში: არსებული საფრთხეები და მოვლენათა განვითარების სავარაუდო გეგმა მომავლის დასაცავად“.

შეხვედრაში 15-მდე ქვეყნის არქივების წარმომადგენლები მონაწილეობენ.

ღონისძიება 25 ნოემბერს დასრულდება.