ნოემბერი 548
en

ეროვნული არქივის დელეგაცია ლიტვაში გაემგზავრება

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივის დელეგაცია ხვალ ლიტვის რესპუბლიკის საარქივო დეპარტამენტის მიწვევით ვილნიუსში საპასუხო ვიზიტით მიემგზავრება. ეროვნული არქივის გენერალური დირექტორის მოადგილე გოგიტა ჭეჟია და ეროვნული არქივის სამეურნეო სამსახურის უფროსი ნოე მენთეშაშვილი ვიზიტის ფარგლებში დაათვალიერებენ ლიტვის ცენტრალურ, ასევე, კაუნასისა და შაულაის რეგიონულ არქივებს, გაეცნობიან ლიტველი კოლეგების მუშაობას, დოკუმენტების რესტავრაციისა და ციფრულ ფორმატში გადატანის პროცესს. ლიტვის რესპუბლიკის საარქივო დეპარტამენტის დელეგაცია თბილისში 2009 წლის მარტში იმყოფებოდა, რა დროსაც ორი ქვეყნის არქივებს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. შეთანხმება ითვალისწინებს გამოცდილების გაზიარებას და ერთობლივი ღონისძიებების განხორციელებას. 
საქართველოს ეროვნული არქივის დელეგაციის ვიზიტი ლიტვაში 29 სექტემბერს დასრულდება.