ნოემბერი 548
en

ეროვნული არქივის დელეგაცია პირველ მსოფლიო ომთან დაკავშირებულ საერთაშორისო ღონისძიებაში მონაწილეობს

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივის გენერალური დირექტორი თეონა იაშვილი და სამეცნიერო განყოფილების უფროსი ქეთევან ასათიანი  სტამბულში მიმდინარე საერთაშორისო ღონისძიებაში „პირველი მსოფლიო ომის დოკუმენტები; გლობალური ომიდან გლობალურ მშვიდობამდე“ მონაწილეობენ.

19 მარტს თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტმა რეჯეფ ტაიფ ერდოღანმა სამდღიანი ღონისძიება  გახსნა.

ღონისძიება მოიცავს პრეზენტაციებსა და გამოფენას სხვადასხვა ქვეყნის არქივებსა და სამუზეუმო დაწესებულებებში დაცული პირველი მსოფლიო ომის ამსახველი მასალების შესახებ. მათ შორისაა საქართველოს ეროვნული არქივის დოკუმენტებიც. თეონა იაშვილი ღონისძიების მსვლელობისას შეხვდა არქივების საერთაშორისო საბჭოს დირექტორს, ავსტრალიის ეროვნული არქივის ხელმძღვანელს, დევიდ ფრიკერს, ასევე - თურქეთის, ბულგარეთის, რუმინეთის, პოლონეთისა და სხვა ქვეყნების არქივების ხელმძღვანელებს და მათთან თანამშრომლობის სამომავლო გეგმებზე ისაუბრა.

ღონისძიების პირველივე დღეს პრეზენტაციით წარდგა ქეთევან ასათიანი, რომლის მოხსენების თემა იყო: „პირველი მსოფლიო ომი საქართველოს ეროვნული არქივის დოკუმენტებში“. მან ისაუბრა 1914-1918 წლების ომის ამსახველ  მრავალფეროვან და უნიკალურ დოკუმენტებზე.