ნოემბერი 548
en

ეროვნული არქივის ერთიან სისტემაში დღეიდან ტყიბულისა და მარნეულის არქივები ჩაერთო

ტყიბულისა და მარნეულის ადგილობრივი არქივები დღეიდან საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივის ელექტრონული მომსახურების სისტემაში ჩაერთო.
 მოქალაქეებსა და ორგანიზაციებს საშუალება აქვთ, ელექტრონულ პროგრამაში ჩართული არქივების მომსახურება ადგილზე ჩაუსვლელად, მათთან ახლოს მდებარე არქივში მიიღონ.
 დისტანციურ მომსახურებასთან ერთად, მოქალაქეებს უკვე შეუძლიათ ისარგებლონ დაჩქარებული მომსახურებითაც. ცნობებისა და სხვა დოკუმენტების მიიღება ორდინალურ, 10-დღიან ვადასთან ერთად, შესაძლებელი გახდა განცხადების შეტანიდან იმავე დღეს, 24 საათის გასვლისთანავე, მესამე ან მეხუთე დღეს.
ეროვნული არქივის ერთიანი ელექტრონული სისტემით სარგებლობს: თბილისში მდებარე სამი და ქუთაისის ცენტრალური არქივები, თბილისის საქალაქო არქივი, იმერეთის, გურიის, სამცხე-ჯავახეთისა და შიდა ქართლის რეგიონების არქივები, მცხეთის, ზუგდიდის, ფოთის, სენაკის, აბაშის, მარტვილის, ხობის, გურჯაანის, თელავის, დედოფლისწყაროს, ლაგოდეხის, სიღნაღის, ყვარლის, ახმეტის, ბოლნისის, გარდაბნის, რუსთავის, დუშეთისა და თიანეთის ადგილობრივი არქივები, ასევე, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საარქივო სამმართველო.
ელექტრონულ სისტემაში ადგილობრივი არქივების ჩართვა უახლოეს მომავალში დასრულდება.