ნოემბერი 548
en

ეროვნული არქივის მეორე საერთაშორისო კონფერენცია დასრულდა

ეროვნული არქივის საგამოფენო პავილიონში საერთაშორისო კონფერენციის „არქივთმცოდნეობა, წყაროთმცოდნეობა - ტენდენციები და გამოწვევები“ დახურვის ცერემონია გაიმართა. ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდნენ  იუსტიციის მინისტრის მოადგილე მიხეილ სარჯველაძე და ეროვნული არქივის გენერალური დირექტორი თეონა იაშვილი. მათ კონფერენციაში მონაწილეებს  საინტერესო მოხსენებებისთვის  მადლობა გადაუხადეს და სერტიფიკატები გადასცეს.

თეონა იაშვილმა ასევე აღნიშნა, რომ ეროვნული არქივის საერთაშორისო კონფერენცია მომავალშიც გაიმართება, რაც ხელს შეუწყობს საარქივო დარგის განვითარებას.

საერთაშორისო კონფერენცია 25 ოქტომბერს გაიხსნა და მასში მონაწილეობდა  საქართველოს, პოლონეთის, ლიტვის, გერმანიის, იაპონიის, დიდი ბრიტანეთის, ფინეთის, ინდონეზიის არქივების, სამეცნიერო-კვლევითი  დაწესებულებებისა და უმაღლესი სასწავლებლების 100-ზე მეტი  წარმომადგენელი.

ღონისძიება მიზნად  ისახავდა კულტურული, საგანმანათლებლო და სამეცნიერო საკითხთა შესახებ სიახლეების თავმოყრას, ქართველი და უცხოელი მეცნიერების კომუნიკაციასა და საარქივო საქმეებთან დაკავშირებული გამოცდილების გაზიარებას.