ნოემბერი 548
en

ეროვნული არქივის რესტავრაციის ლაბორატორიის 6 თვის სტატისტიკა

იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივის რესტავრაციის ლაბორატორიაში 2012 წლის 6 თვეში რესტავრაცია ჩაუტარდა ეროვნული საარქივო ფონდის დოკუმენტების 13 131 ფურცელს, 288 ფოტოპოზიტივს, 200-ზე მეტ გაზეთს, 43 ტექნიკურ ნახაზს. 
ამ პერიოდში რესტავრირებული იყო 300-ზე მეტი ძველი საბუთი, მათ შორის:  ერეკლე II-ის, თეიმურაზ II-ის, რუსეთის იმპერატორების: ეკატერინე II-ისა და ნიკოლოზ I-ის საბუთები, სპარსული კოლექციის 60-ზე მეტი დოკუმენტი და სხვ. 
აღსანიშნავია რომ, ლაბორატორიამ დაიწყო მე-16 საუკუნის საღვთისმეტყველო-ლიტურგიკულ თხზულებათა კრებულის – გულანის რესტავრაცია. ქაღალდზე შესრულებული ხელნაწერი 707 ფურცელს და 12 მინიატურას მოიცავს. 
2012 წლის 1 იანვრიდან რესტავრაციის ლაბორატორიაში დაიწყო კერძო არქივებში დაცული მასალების სარესტავრაციო მომსაუხურება, რითაც წლის განმავლობაში 10-მდე მოქალაქემ და კერძო ორგანიზაციამ ისარგებლა.