ნოემბერი 548
en

ეროვნული არქივის რესტავრატორები საერთაშორისო კონფერენციაში მონაწილეობენ

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივის რესტავრაციის ლაბორატორიის ხელმძღვანელი თამილა აფაქიძე და რესტავრატორი მაია ბარათაშვილი უკრაინაში,  ქალაქ კიევში მიმდინარე მეცხრე საერთაშორისო კონფერენციაში „სამუზეუმო ექსპონატების კვლევა, კონსერვაცია და რესტავრაცია“ მონაწილეობენ.
5-დღიან კონფერენციას 10-მდე ქვეყნის მუზეუმებისა და არქივების რესტავრაციის ლაბორატორიებიდან, ასევე, სხვადასხვა  სპეციალიზებული უმაღლესი სასწავლებლიდან 50-ზე მეტი წარმომადგენელი ესწრება.
მაია ბარათაშვილი კონფერენციაზე წარსდგება მოხსენებით  „წინასარესტავრაციო კვლევა და პერგამენტის აღდგენა საქართველოს ეროვნულ არქივში“.
კონფერენცია 31 მაისს დასრულდება.