ნოემბერი 548
en

ეროვნული არქივის რესტავრატორები სასწავლო ვიზიტით პოლონეთში იმყოფებიან

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივის დოკუმენტების რესტავრაციის ლაბორატორიის თანამშრომლები სასწავლო ვიზიტით პოლონეთში იმყოფებიან.

პოლონეთის სახელმწიფო არქივის ორგანიზებითა და მიწვევით ქართველი  რესტავრატორები ცენტრალური საკონსერვაციო ლაბორატორიის მუშაობას ეცნობიან. ასევე დაგეგმილია შეხვედრები ვარშავის თანამედროვე დოკუმენტების არქივის ლაბორატორიასა და პოლონეთის ეროვნული ბიბლიოთეკის სარესტავრაციო განყოფილებაში.

კურსის ძირითადი მიმართულებებია: დიგიტალიზაციის პროექტის განხორციელებისას არსებული საკონსერვაციო პრობლემები. მათ შორის: დოკუმენტების მდგომარეობის შესწავლა, შესაძლო ტექნიკური პრობლემების შეფასება, დოკუმენტების დიგიტალიზაციის პროცესში სხვადასხვა სარესტავრაციო მეთოდის შერჩევა; ასევე, ლუქების კონსერვაცია.

ეროვნული არქივის თანამშრომლების სტუმრობა პოლონეთის სახელმწიფო არქივში 20 ნოემბერს დასრულდება.