ნოემბერი 548
en

ეროვნული არქივის, საჯარო რეესტრისა და სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ერთიანი ოფისი გაიხსნება

21 იანვარს, 14:00 საათზე, აბაშაში იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივის, საჯარო რეესტრისა და სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ერთიანი ოფისი გაიხსნება.

ღონისძიებას დაესწრებიან: იუსტიციის მინისტრის მოადგილე მიხეილ სარჯველაძე, საქართველოს ეროვნული არქივის გენერალური დირექტორი თეონა იაშვილი, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თავმჯდომარე შიო ხეცურიანი, სამეგრელოს მხარის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციისა და  აბაშის ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები.

რეკონსტრუქციის შემდეგ შენობაში გაუმჯობესდა როგორც თანამშრომელთა სამუშაო გარემო, ისე მოქალაქეთა მომსახურების სტანდარტები - იუსტიციის სამინისტროსადმი დაქვემდებარებული სამი უწყების მომსახურებას ადგილობრივები უკვე ერთ შენობაში მიიღებენ.

სამსართულიანი შენობის რეკონსტრუქცია 2014 წლის დეკემბერში დასრულდა. არქიტექტორ გიორგი კირთაძის პროექტის მიხედვით სამუშაოები  განახორციელა   ტენდერში გამარჯვებულმა სამშენებლო კომპანია ,,მეგა-სერვის ჯგუფმა“.