ნოემბერი 548
en

ეროვნული არქივის საგანმანათლებლო პროექტის პირველი ეტაპი დასრულდა

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივის შემეცნებით-საგანმანათლებლო პროექტის „საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკა“ პირველი ეტაპი დასრულდა.

პროექტი სკოლის მოსწავლეთათვის არის განკუთვნილი და  1918-1921 წლების საქართველოს ისტორიას შეეხება. ეროვნული არქივის წარმომადგენლებმა თბილისის 20 საჯარო და კერძო სკოლაში საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის შესახებ  პრეზენტაციები გამართეს.

არქივი მდიდარია პირველი რესპუბლიკის ისტორიის ამსახველი როგორც წერილობითი, ისე ფოტო და კინოდოკუმენტებით. საგანმანათლებლო პროექტი აღნიშნული თემატიკით მოსწავლეთა დაინტერესებას და მათთვის საარქივო მასალის გაცნობას ემსახურება.

ფინალურ ეტაპზე, 25 მაისს, ეროვნული არქივის საგამოფენო დარბაზში გაიმართება ვიქტორინა, რომელშიც მონაწილეობას პროექტში მონაწილე თითოეული სკოლის მიერ შერჩეული 7-კაციანი გუნდი მიიღებს.  ვიქტორინას შეაფასებს სპეციალური ჟიური.

გამარჯვებულები გამოვლინდებიან შემდეგ ნომინაციებში: „საუკეთესო გუნდი“ და  „საუკეთესო მოთამაშე“. მათთან ერთად,  ეროვნული არქივის მიერ დაწესებული სხვადასხვა პრიზითა და სიგელით, მეორე და მესამე ადგილის მფლობელი გუნდებიც დაჯილდოვდებიან.