ნოემბერი 548
en

ეროვნული არქივის ხელმძღვანელი საქართველოში იაპონიის ელჩს შეხვდა

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივის გენერალურმა დირექტორმა თეონა იაშვილმა დღეს საქართველოში იაპონიის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი მასაიოში კამოჰარა მიიღო. 
შეხვედრაზე განიხილეს საქართველოსა და იაპონიის არქივებს შორის საქმიანი ურთიერთობების განვითარების პერსპექტივა. ქართული მხარისათვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იაპონიის გამოცდილება დოკუმენტების რესტავრაციის სფეროში, ამასთან, იაპონიის არქივში საქართველოსთან დაკავშირებული დოკუმენტების მოძიება. 
სტუმარმა დაათვალიერა ის მასალები, რომელიც საქართველოს ეროვნულ არქივშია დაცული და იაპონიას შეეხება. მან განსაკუთრებული ინტერესი გამოხატა 1904-1905 წლების ფოტოების მიმართ, რომელიც გენერალ ბარათოვს ეკუთვნის და რუსეთ-იაპონიის ომს ასახავს.
იაპონიის ელჩი ქართულ მხარეს დაჰპირდა, რომ თავისი ქვეყნის ეროვნულ არქივს დეტალურ ინფორმაციას მიაწვდის საქართველოს ეროვნული არქივის თაობაზე, ასევე, ქართული მხარის ინტერესზე, გააღრმავოს თანამშრომლობა იაპონელ კოლეგებთან.