ნოემბერი 548
en

ეროვნულმა არქივმა 1924 წლის ანტისაბჭოთა ეროვნული აჯანყების შესახებ ღონისძიებათა ციკლი დაიწყო

1924 წლის ანტისაბჭოთა ეროვნული აჯანყებიდან 2024 წელს 100 წელი სრულდება. ამ თარიღთან დაკავშირებით საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნულმა არქივმა დაიწყო ღონისძიებათა ციკლი, რომელიც 2023-2024 წლებში განხორციელდება. პროექტის ფარგლებში მომზადებული ვიდეორგოლივებრძოდით, ვებრძვით და ვებრძოლებით!“ 1921 წლის 6 ივლისს თბილისის მუშათა სასახლეში სტალინთან შეხვედრის ისტორიას გვიყვება. ეს ღონისძიება, ისტორიკოსთა შეფასებით, ანტისაბჭოთა დემონსტრაციად გადაიქცა. (ვიდეოს ბმული: https://fb.watch/lCefHrpYbA/)

პროექტით დაგეგმილი გამოცემების, გამოფენების, საჯარო ლექციების, კონფერენციაზე სპეციალური სექციის გამართვისა და საგანმანათლებლო ვიდეორგოლების მიზანია საბჭოთა რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციის შემდეგ, 1921-24 წლებში, დამოუკიდებლობის აღსადგენად ქართველი ხალხის ბრძოლის ისტორია საზოგადოებას უკეთ გააცნოს.

ღონისძიებების ფარგლებში გამოიცემა სამი წიგნი: საარქივო დოკუმენტების კრებულიანტისაბჭოთა ეროვნული მოძრაობა და აჯანყება საქართველოში (1921-1924)“; მონოგრაფია „1924 წლის ანტისაბჭოთა ეროვნული აჯანყებების ისტორიოგრაფიადა სამეცნიერო-პოპულარული გამოცემა, რომელშიც 1921-24 წლების საქართველოს პოლიტიკური, საზოგადოებრივი თუ კულტურული ცხოვრების ამსახველი ისტორიები შევა.

 

გარდა ამისა, მომზადდება გამოფენა „1924 წლის ანტისაბჭოთა ეროვნული აჯანყება“. ექსპოზიციაზე წარმოდგენილი იქნება: 1921-1924 წლების ანტისაბჭოთა პროკლამაციები; აჯანყების მომზადების, მიმდინარეობის, მარცხისა და საბჭოთა რეჟიმის მიერ განხორციელებული უსასტიკესი რეპრესიების ამსახველი საარქივო დოკუმენტები; აჯანყების ხელმძღვანელი და მონაწილე პირების ფოტოსურათები, მათი პირადი ნივთები და სხვა.

2024 წელს საქართველოს ეროვნული არქივის IX საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია ანტისაბჭოთა ეროვნული აჯანყებიდან 100 წლისთავს მიეძღვნება. მისი ერთ-ერთი სექცია 1924 წლის აჯანყების ამსახველ სამეცნიერო თემებს გააერთიანებს.