ნოემბერი 548
en

ეროვნულმა არქივმა ალბომი „მეფე ერეკლე“ გამოსცა

მეფე ერეკლე მეორის 300 წლის იუბილესთან დაკავშირებით საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნულმა  არქივმა ალბომი „მეფე ერეკლე“ გამოსცა.

წიგნი მკითხველს ვიზუალური მასალით მოუთხრობს ერეკლე მეფის ცხოვრებისა და მრავალმხრივი მოღვაწეობის თაობაზე. პუბლიკაციაში შეტანილია საქართველოს ეროვნულ არქივში დაცული ისტორიული საბუთები, ხელნაწერები, პირადი წერილები, მეფისა და მისი ოჯახის წევრების პორტრეტები, ასევე, სხვადასხვა საარქივო და სამუზეუმო დაწესებულებაში დაცული მეფე ერეკლეს პირადი ნივთები, ფერწერული ტილოები და სხვ. 

წიგნი ასახავს მე-18 საუკუნეში მოღვაწე საქართველოს გამორჩეული მეფის სამხედრო-პოლიტიკურ და პირად ცხოვრებას და მის შესახებ მკითხველს მრავალ საინტერესო ცნობას აწვდის. წიგნში შეტანილი არაერთი დოკუმენტი პირველად ქვეყნდება.