ნოემბერი 548
en

ეროვნულმა არქივმა ივანე ჯავახიშვილის ნაშრომი „აჭარისტანი“ გამოსცა

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნულმა არქივმა აკადემიკოს ივანე ჯავახიშვილის გამოუქვეყნებელი ნაშრომი – „აჭარისტანი“ – გამოსცა. ფართო საზოგადოებისათვის აქამდე უცნობი კვლევის მანქანაზე ნაბეჭდი ასლი საქართველოს ეროვნული არქივის საისტორიო ცენტრალურ არქივში, აკადემიკოს სიმონ ჯანაშიას პირად ფონდში, ინახება.

ნაშრომის დედანი, ხელნაწერის სახით, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის მუზეუმშია დაცული. კვლევა მოიცავს აჭარის შესახებ ისტორიული წყაროების მიმოხილვას შუა საუკუნეებიდან 1878 წლამდე.

წიგნი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მხარდაჭერით გამოსაცემად მოამზადა და წინათქმა დაურთო ეროვნული არქივის სამეცნიერო განყოფილების თანამშრომელმა, ისტორიკოსმა ლევან ჯიქიამ.

წიგნის ელექტრონული ვერსია ხელმისაწვდომია ეროვნული არქივის ვებგვერდზე: https://archive.gov.ge/ge/sametsniero-publikatsiebi/ivane-javakhishvili-acharistani-1