საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივის კინოთეატრში ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით რესტავრირებული ქართული ანიმაციური ფილმების კინოჩვენება მოეწყო.
ღონისძიების ფარგლებში წარმოდგენილი იყო ეროვნულ არქივში დაცული, ციფრულად რესტავრირებული ფილმები: ნელი ოქროპირიძის „ექიმი თხუნელა“ (1970 წ.), ვახტანგ ბახტაძის „ლოკოკინა“ (1986 წ.) და ანტონ ტრაიანოვის ქართულ-ბულგარული პროდუქცია „მეტყევე და ბრაკონიერი“ (1988 წ.). ამასთან, მაყურებელმა იხილა საქართველოს ანიმატორთა ასოციაცია „საქანიმას“ მიერ მოწოდებული თანამედროვე ანიმაციური ფილმები: ანა ჩუბინიძის „ჯიბის კაცი“ (2016 წ.) და ნინა სამანიშვილის „ზოლემია“ (2019 წ.).
ღონისძიებაზე დასწრება თავისუფალი იყო.