ნოემბერი 548
en

ეროვნულმა არქივმა წლიური ანგარიში გამოაქვეყნა

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნულმა არქივმა 2009 წელს გაწეული მუშაობის ანგარიში გამოქვეყნა. 
ანგარიში რამდენიმე მიმართულებას მოიცავს, მათ შორის ინფორმაციას გამოფენების, დოკუმენტების რესტავრაციის, მატერიალურ-ტექნიკური ბაზის გაუმჯობესების, უცხოელ კოლეგებთან ურთიერთობების გაღრმავების, საერთაშორისო პროექტების შესახებ. დოკუმენტში დიდი ადგილი უჭირავს მომსახურების სფეროში დანერგილ, მომხმარებელზე ორიენტირებულ ცვლილებებზე ინფორმაციას. 
ანგარიშის ელექტრონული ვერსიის ნახვა შესაძლებელია ეროვნული არქივის ვებგვერდზე, პუბლიკაციების განყოფილებაში.