ნოემბერი 548
en

ფინეთის ეროვნულმა არქივმა საქართველოს ეროვნულ არქივს დოკუმენტები გადასცა

ფინელი პოლიტიკოსებისა და დიპლომატების  - კარლ ენკელისა და ჰერმან გუმერუსის - კოლექციის 100-მდე დოკუმენტის 261 ელექტრონული  ფაილი ფინეთის ეროვნული არქივის წარმომადგენელმა დიმიტრი ფროლოვმა საქართველოს ეროვნული არქივის გენერალურ დირექტორს, თეონა იაშვილს გადასცა.

აღნიშნულ მასალებს შორისაა ერთა ლიგის დოკუმენტები საქართველოში არსებულ მდგომარეობაზე; აკაკი ჩხენკელის მიერ ერთა ლიგისადმი წარდგენილი მემორანდუმი; ქართულ და ფინურ დიპლომატიურ მისიებს შორის არსებული მიმოწერა და სხვა.

საქართველოსა და ფინეთის ეროვნულ არქივებს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი 2011 წელს გაფორმდა და ამ პერიოდის განმავლობაში მხარეებმა არაერთი მნიშვნელოვანი საარქივო დოკუმენტის ელექტრონული ასლი გაცვალეს.