ნოემბერი 548
en

ფოტო მხატვრული ფილმიდან „ჭრიჭინა“ – კვირის დოკუმენტი

 

მიმდინარე კვირის დოკუმენტად ეროვნული არქივი გთავაზობთ ფოტოს ქართული მხატვრული ფილმი „ჭრიჭინას“ გადასაღები მოედნიდან, 1954 წელი.
მთავარ როლებს ასრულებენ დოდო აბაშიძე (ბიჭიკო) და ლეილა აბაშიძე (ჭრიჭინა).

ბიჭიკო: „კარგად კი შეგითვალიერებია“.
ჭრიჭინა: „ვინ, ყვინჩილა?“
ბიჭიკო: „არა, ის მოხუცი არქიტექტორი“.

ფილმის დამდგმელი რეჟისორი: სიკო დოლიძე, ლევან ხოტივარი; სცენარის ავტორები: მარიამ ბარათაშვილი, ლევან ხოტივარი; დამდგმელი ოპერატორები: დიმიტრი ფელდმანი, თამარ ლობავა; დამდგმელი მხატვარი: ლევან შენგელია; კომპოზიტორი: სულხან ცინცაძე; ხმის რეჟისორი/ოპერატორი: ვლადიმერ დოლიძე; მემონტაჟე: ვასილ დოლენკო.

ფოტო დაცულია ეროვნულ არქივში, ქართული მხატვრული ფილმების ფოტოკოლექციაში.

„კვირის დოკუმენტი“ ეროვნული არქივის პროექტია, რომელიც მიზნად ისახავს არქივში დაცული უნიკალური და მრავალფეროვანი მასალის შესახებ საზოგადოების ინფორმირებას. დოკუმენტების ნახვა შესაძლებელია ეროვნული არქივის ვებგვერდზე:http://archives.gov.ge/ge/kviris-dokumenti, ასევე, ეროვნული არქივის გვერდზე სოციალურ ქსელში:https://www.facebook.com/NationalArchivesofGeorgia.