ნოემბერი 548
en

გამოფენა „საქართველოს დამფუძნებელი კრება - 100“

დღეს, საქართველოს დამფუძნებელი კრების პირველი სხდომიდან ზუსტად 100 წლის შემდეგ, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივის საგამოფენო პავილიონში მხოლოდ ერთი დღით გამოიფინა ეროვნულ არქივში ამ ისტორიული ფაქტის ამსახველი საარქივო დოკუმენტების დედნები:

  • საქართველოს დამოუკიდებლობის აქტი, მიღებული 1918 წლის 26 მაისს და დამტკიცებული 1919 წლის 12 მარტს, დამფუძნებელი კრების პირველ სხდომაზე (ეკუთვნის საქართველოს პარლამენტს, დაცულია საქართველოს ეროვნულ არქივში)
  • 1919 წლის 12 მარტის დამფუძნებელი კრების პირველი სხდომის ოქმი
  • სხდომის ფოტოები

დამფუძნებელი კრება იყო საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის საკანონმდებლო ორგანო, რომელიც 1919 წლის 14-16 თებერვალს საყოველთაო, ფარული, თანაბარი, პირდაპირი კენჭისყრით აირჩია საქართველოს მოსახლეობამ. 
დამფუძნებელი კრების პირველი სხდომა კი 1919 წლის 12 მარტს ჩატარდა. 
დამფუძნებელი კრების წევრთა შორის 5 ქალი იყო.

გამოფენის დათვალიერება თავისუფალია.