ნოემბერი 548
en

გამწვანების აქცია ლილოს არქივთან

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსა და ეროვნული არქივის თანამშრომლებმა სოფელ დიდ ლილოში, არქივის შენობის მიმდებარე ტერიტორიის გამწვანების აქცია გამართეს. 
აქციაში მონაწილეობდნენ ეროვნული არქივის გენერალური დირექტორი თეონა იაშვილი და საჯარო რეესტრის სააგენტოს თავმჯდომარე სოსო წიქარიშვილი,  ასევე, ამ უწყებების თანამშრომლები. 
ლილოს არქივის მიმდებარე ტერიტორიაზე მარადმწვანე ხეები – 60 ძირი ფიჭვი - დაირგო.