ნოემბერი 548
en

„გზა შინისაკენ“ - დოკუმენტური ფილმის ჩვენება

1989 წლის 9 აპრილიდან 30 წელი გავიდა. ამ თარიღთან დაკავშირებით 8 აპრილს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივის კინოთეატრში გაიმართა დოკუმენტური ტრილოგიის „გზა შინისაკენ“ ორი ფილმის - „აკაკი ბაქრაძის თვალსაზრისი“ და „მერაბ მამარდაშვილის თვალსაზრისი“ ჩვენება.

რეჟისორმა ნიკოლოზ დროზდოვმა „გზა შინისაკენ“ 1990 წელს გადაიღო. ორ ათეულ წელზე მეტია, ფილმი მაყურებელს აღარ უნახავს.

ხელოვნებათმცოდნე, პუბლიცისტი აკაკი ბაქრაძე და ფილოსოფოსი მერაბ მამარდაშვილი დოკუმენტურ ფილმში საუბრობენ იმ ახალ რეალობაზე, რაც ჩვენს ქვეყანას 80-იანი წლების ბოლოს ეროვნულმა მოძრაობამ მოუტანა.

ფილმების ჩვენების პარალელურად კინოთეატრის ფოიეში მოეწყო 9 აპრილთან დაკავშირებული ფოტომასალის გამოფენა.