ნოემბერი 548
en

ჰუბერტუს იანის საჯარო ლექცია ეროვნულ არქივში

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივის ორგანიზებით ეროვნული არქივის კინოდარბაზში დღეს საჯარო ლექცია წაიკითხა ფილოსოფიის დოქტორმა, რუსეთისა და კავკასიის ისტორიის ლექტორმა კემბრიჯის უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტზე, ჰუბერტუს იანმა.

ლექციის თემა იყო: ვორონცოვის ძეგლი და რუსეთის იმპერიული სცენარი მე-19 საუკუნის საქართველოში.

ჰუბერტუს იანის კვლევის ძირითადი ნაწილი რუსეთის ისტორიას შეეხება  და ფოკუსირებას ახდენს როგორც სოციალურ და კულტურულ ასპექტებზე, ისე კავკასიის ისტორიაზე. ამჟამად იგი იკვლევს რუსეთის იმპერიის ესთეტიკურ წარმოდგენებსა და იმპერიულ სცენარს სამხრეთ კავკასიაში.

სხვადასხვა მეცნიერის საჯარო ლექცია ეროვნულ არქივში ყოველთვიურად გაიმართება. შემდეგ ლექციას თსუ კლასიკური ფილოლოგიის, ბიზანტინისტიკისა და ნეოგრეცისტიკის ინსტიტუტის დირექტორი, პროფესორი რისმაგ გორდეზიანი შემოგთავაზებთ თემაზე: ძველი ბერძნული თეატრი.