ნოემბერი 548
en

ინდონეზიური და ჩეხური ზღაპრების ქართული აუდიოვერსია

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივი აგრძელებს აუდიოარქივში დაცული ზღაპრების ინტერნეტსივრცეში გამოქვეყნებას. ამჯერად მსმენელისათვის ხელმისაწვდომი გახდა ინდონეზიური და ჩეხური ზღაპრები. 

ბავშვებისათვის შექმნილი პროექტის „ზღაპრების აუდიობიბლიოთეკა“ ფარგლებში უკვე გამოქვეყნებულია ქართული, გერმანული და სლოვაკური ზღაპრები. 

მე-20 საუკუნის 70-იან წლებში შექმნილი ჩანაწერები, რომლის გამოქვეყნებაც მიმდინარეობს, მაგნიტურ ფირებსა და გრამფირფიტებზე ინახებოდა. დამუშავებისა და ციფრულ მატარებლებზე გადაწერის შემდეგ აუდიოჩანაწერები აიტვირთა ვებგვერდზე: https://soundcloud.com/audio-archives-of-georgia და  მისი მოსმენა ყველას შეუძლია. ზღაპრები ხელმისაწვდომია, ასევე ეროვნული არქივის ოფიციალურ გვერდზეც: http://archives.gov.ge/ge/Msoplio_Khalkhta_Zgaprebi. პროექტისათვის შექმნილია  სპეციალური გვერდი სოციალურ ქსელშიც: https://www.facebook.com/GeorgianTales.

ზღაპრებს კითხულობენ  ქართველი მსახიობები: მედეა ჩახავა, ეროსი მანჯგალაძე, ელენე ყიფშიძე, გოგი გეგეჭკორი, მერაბ თაბუკაშვილი, მერაბ გეგეჭკორი. პროექტის ილუსტრატორია ზაალ სულაკაური.