ნოემბერი 548
en

ინტერნეტსივრცეში სლოვაკური ზღაპრების აუდიოვერსია განთავსდა

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივი აგრძელებს აუდიოარქივში დაცული ზღაპრების გამოქვეყნებას. ქართული და გერმანული ზღაპრების შემდეგ მსმენელისათვის ინტერნეტსივრცეში უკვე ხელმისაწვდომია სლოვაკური ზღაპრების აუდიოვერსია.

სპეციალურად ბავშვებისათვის შექმნილი პროექტი „ზღაპრების აუდიობიბლიოთეკა“  ინტერნეტსივრცეში მე-20 საუკუნის 60-70-იანი წლების ჩანაწერების აუდიოვერსიების გამოქვეყნებას ითვალისწინებს. პროექტის საწყის ეტაპზე მაგნიტურ ფირებსა და გრამფირფიტებზე არსებული ჩანაწერები დამუშავდა და ციფრულ მატარებლებზე გადაიწერა. ამ დროისათვის უკვე გამოქვეყნებულია: 42 - ქართული, 9 - გერმანული და 6 - სლოვაკური ზღაპარი.

აუდიოჩანაწერები ატვირთულია ვებგვერდებზე: http://archives.gov.ge/ge/Msoplio_Khalkhta_Zgaprebi და https://soundcloud.com/audio-archives-of-georgia  და  მისი მოსმენა შეუზღუდავად შეუძლია ყველას, მათ შორის უცხოეთში მცხოვრებ პატარებს. პროექტისათვის შექმნილია სპეციალური გვერდი სოციალურ ქსელშიც: https://www.facebook.com/GeorgianTales.

პატარებისთვის ზღაპრებს კითხულობენ  ისეთი ქართველი მსახიობები, როგორებიც არიან: მედეა ჩახავა, ეროსი მანჯგალაძე, ელენე ყიფშიძე, გოგი გეგეჭკორი, მერაბ თაბუკაშვილი, მერაბ გეგეჭკორი და სხვა.