ნოემბერი 548
en

იუსტიციის მინისტრმა კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე ეროვნული არქივის საქმიანობაზე ისაუბრა

„ჩვენ წელს შევძელით და UNESCO-ს მსოფლიო მეხსიერების რეესტრში შევიტანეთ ქართული სახარება-პალიმფსესტი, რომლის პირველი შრე მე-9 საუკუნისაა“, - განაცხადა იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა პარლამენტის კომიტეტების დღევანდელ გაერთიანებულ სხდომაზე ეროვნული არქივის საქმიანობის შეჯამებისას. 

იუსტიციის მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ ეროვნულმა არქივმა ბოლო 5 წლის განმავლობაში საარქივო დოკუმენტების ათეულობით ათას ფურცელს ჩაუტარა რესტავრაცია, მათ  შორის 800-ზე მეტ ეტრატს, რომლებიც IX-XV საუკუნეებს განეკუთვნება.

„მომავალშიც ვგეგმავთ, რომ ეროვნულმა არქივმა ქართული პალიმფსესტების კვლევას დაუთმოს საკმარისი დრო“, - განაცხადა იუსტიციის მინისტრმა.