ოქტომბერი 548₾
en

ქართული დოკუმენტური ფილმი „დილის ათი წუთი“ პოლონეთის უხმო კინოს ფესტივალზე აჩვენეს

ქართული დოკუმენტური ფილმი „დილის ათი წუთი“ პოლონეთის უხმო კინოს ფესტივალზე აჩვენეს.

პოლონეთის დედაქალაქ ვარშავაში უხმო კინოს 21-ე საერთაშორისო ფესტივალზე საქართველოს ეროვნულმა არქივმა რეჟისორ ალექსანდრე ჯალიაშვილის 1930 წელს გადაღებული ფილმი „დილის ათი წუთი“ წარადგინა.

ფესტივალის წლევანდელი თემა იყო „სხეულის კულტი“. სწორედ ამ თემატიკას ეხმიანება ფილმი „დილის ათი წუთი“. სურათი 1930-იან წლებში ჯანდაცვის პოლიტიკას ასახავს.

ფესტივალის პროგრამა მოიცავს საერთაშორისო კინოარქივებისა და კინომუზეუმების კოლექციებიდან შერჩეულ ფილმებს, საგანმანათლებლო შეხვედრებს, ლექციებსა და ცოცხალი მუსიკის თანხლებით გამართულ კინოჩვენებებს.

ვარშავის უხმო კინოს ფესტივალს პოლონეთის ეროვნული ფილმოთეკა (FINA) ატარებს და ის ყოველწლიურად მსოფლიო კინოინსტიტუციებში დაცული კინემატოგრაფის კლასიკასა და იშვიათ საარქივო მასალებს წარადგენს.