ნოემბერი 548
en

კაუნასის არქივის დელეგაცია ეროვნულ არქივში

ლიტვის ქალაქ კაუნასის არქივის დელეგაცია, არქივის დირექტორი გინტარას დრუკუსის ხელმძღვანელობით დღეს თბილისს ეწვია. სტუმრები  ეროვნული არქივის გენერალურმა დირექტორმა თეონა იაშვილმა მიიღო.

გინტარას დრუკუსთან ერთად, დელეგაციის შემადგენლობაში არიან: კაუნასის არქივის მთავარი სპეციალისტი რიმა მიკსენიენე და ადმინისტრაციისა და ელექტრონული დოკუმენტების დეპარტამენტის მენეჯერი კრისტინა სტანისაუსკე.

ვიზიტის მიზანია საქართველოს ეროვნულ არქივსა და კაუნასის სახელმწიფო არქივს შორის ურთიერთობების გაღრმავება, გამოცდილების გაზიარება, ასევე, ორი ქვეყნის ისტორიის ამსახველი დოკუმენტების ციფრული ასლების გაცვლა.

კაუნასის არქივის წარმომადგენლები დაათვალიერებენ უახლესი, საისტორიო და კინოფოტოფონოდოკუმენტების ცენტრალურ არქივებში ლიტვასთან დაკავშირებით დაცულ მასალებს, გაეცნობიან დოკუმენტების დიგიტალიზაციის პროექტის მიმდინარეობასა და  რესტავრაციის ლაბორატორიის მუშაობას.

ვიზიტი 2 ივლისს დასრულდება.