ნოემბერი 548
en

კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტები ეროვნული არქივის მუშაობას გაეცნენ

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნულმა არქივმა კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტებს უმასპინძლა.

მომავალმა ჟურნალისტებმა ეროვნულ არქივში დაათვალიერეს საგამოფენო პავილიონში მიმდინარე გამოფენა „საქართველოს ეკლესიის წინამძღვრები“, ეროვნული არქივის სამეცნიერო-საცნობარო ბიბლიოთეკაში დაცული უძველესი პერიოდული გამოცემები, კინოფოტოფონოდოკუმენტების ცენტრალური არქივის დოკუმენტები. სტუდენტები გაეცნენ დოკუმენტების რესტავრაციისა და აუდიო-ვიზუალური დოკუმენტების ციფრულ მატარებელზე გადატანის პროცესს.

სტუდენტების ვიზიტი კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტსა და ეროვნულ არქივს შორის რამდენიმე კვირის წინ გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში განხორციელდა.