ნოემბერი 548
en

„კავკასიური ტრიოს“ ქართული პრემიერა ეროვნული არქივის კინოთეატრში

მხატვრული ფილმი „კავკასიური ტრიო“ ქართველმა მაყურებელმა დღეს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივის კინოთეატრში პირველად იხილა.

ჩვენებას დაესწრნენ სცენარის ავტორი რუსტამ იბრაგიმბეკოვი და დამდგმელი რეჟისორი ელდარ შენგელაია, ფილმში მონაწილე მსახიობები და გადამღები ჯგუფის წევრები.

მხატვრული ფილმის მთავარი გმირები -კავკასიური ტრიო - აზერბაიჯანელი, სომეხი და ქართველი მეგობრები - ერთ-ერთი მათგანის შვილს პრობლემების მოგვარებაში ეხმარებიან.

რუსტამ იბრაგიმბეკოვის სცენარით ფილმი რეჟისორმა ელდარ შენგელაიამ 2015 წელს გადაღო. ოპერატორი: გორკა გომეს ენდრიუ, პროდუსერები: რუსტამ იბრაგიმბეკოვი,ზურაბ მაღალაშვილი, გორკა გომეს ენდრიუ. როლებში: იური სტროიანოვი, გოგა პიპინაშვილი, სერგეი გუზეევი, ფატიმა იბრაგიმბეკოვა, ბაადურ წულაძე და სხვები.

ფილმი ესპანეთის, საქართველოსა და რუსეთის ერთობლივი ნაწარმოებია („KINOSKOPIK FILM PRODUCTION“ , „Cinetech Film Production”, „Кино-театральный центр ИбРус“).