ნოემბერი 548
en

კოტე მარჯანიშვილის იუბილეს ონლაინგამოფენა მიეძღვნა

კოტე მარჯანიშვილის დაბადებიდან 150 წლის იუბილეს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივი ონლაინგამოფენას უძღვნის.

რეჟისორი 1872 წლის 9 ივნისს ყვარელში დაიბადა.  თეატრით ჯერ კიდევ თბილისის პირველი გიმნაზიის მოწაფეობისას დაინტერესდა. მისი სამსახიობო დებიუტი ქუთაისში, კოტე მესხის თეატრში, შემდეგ კი სპექტაკლში „პატარა კახი“ შედგა. თუმცა სამოყვარულო თეატრი მას გაცილებით ადრე მშობლიურ ყვარელში ჰქონდა ჩამოყალიბებული. თეატრის რეჟისურაში 1904 წლიდან მუშაობდა, 1920-იან წლებში ქართულ კინემატოგრაფიას სხვადასხვა ჟანრის ექვსი მხატვრული ფილმი შემატა.

ონლაინექსპოზიცია ეროვნულ არქივში დაცულ მრავალფეროვან მასალას მოიცავს – ფოტოებს მხატვრული ფილმების გადასაღები მოედნებიდან და თეატრალური სპექტაკლებიდან, საგაზეთო აფიშებს, კოტე მარჯანიშვილისა და მისი დასის 1930 წლის საიმიჯო ვიდეორგოლს, სხვადასხვა ცნობილი ადამიანის მოგონებას რეჟისორის შესახებ და სხვა საარქივო მასალას. 

მულტიმედიური გამოფენა ხელმისაწვდომია ბმულზე: https://archive.gov.ge/ge/kote-marjanishvili-1