ნოემბერი 548
en

კვირის დოკუმენტი ეროვნული არქივისგან

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივი იწყებს ახალ პროექტს „კვირის დოკუმენტი“, რომლის ფარგლებში ყოველკვირეულად შეირჩევა და გამოქვეყნდება ეროვნული არქივის ფონდებში დაცული წერილობითი, ფოტო, აუდიო ან კინომასალა. 

დოკუმენტი განთავსდება როგორც ეროვნული არქივის ვებგვერდზე - http://archives.gov.ge/ge/kviris-dokumenti ისე არქივის გვერდზე სოციალურ ქსელში: https://www.facebook.com/NationalArchivesofGeorgia.

პროექტის მიზანია, საზოგადოებისთვის კიდევ უფრო ხელმისაწვდომი გახდეს ეროვნულ არქივში დაცული მრავალფეროვანი მასალა.

პროექტ ”კვირის დოკუმენტის” პირველი დოკუმენტი იქნება ფოტოსურათი, რომელიც ასახავს 1945 წელს აშშ-ის პრეზიდენტ ფრანკლინ რუზველტის ვაჟის, ელიოტ რუზველტის და მისი მეუღლის, ფეი ემერსონის ვიზიტს თბილისში, კერძოდ მხატვრული ფილმის ”აკაკის აკვნის” გადასაღებ მოედანზე.