ნოემბერი 548
en

მარო თარხნიშვილის საიუბილეო თარიღს ღონისძიება მიეძღვნა

პირველი ქართველი ლოტბარი ქალის, მარო თარხნიშვილის დაბადებიდან 130 წლის იუბილე საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივში გამოფენითა და წიგნის პრეზენტაციით აღინიშნა.

ღონისძიება საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილემ ბუბა ლომუაშვილმა და საქართველოს ეროვნული არქივის გენერალურმა დირექტორმა თეონა იაშვილმა გახსნეს.

ექსპოზიციაზე წარმოდგენილია მარო თარხნიშვილის პირად ფონდში დაცული მასალა - მისი მოგონებები, წერილები, ფოტოები, საკონცერტო აფიშები და პროგრამები, შემოქმედებით თუ პირად ცხოვრებასთან დაკავშირებული დოკუმენტები.

ღონისძიებაზე მკითხველს წარედგინა „მარო თარხნიშვილის მოგონებების“ მეორე გამოცემა. მოგონებები ‪1909-1968‬ წლებს მოიცავს. მემუარების ავტორი საინტერესო ამბებს გვიყვება საქართველოს სამი პერიოდის - მეფის რუსეთის დროინდელი, პირველი დემოკრატიული რესპუბლიკისა და საბჭოთა დროის - შესახებ. წიგნი გამოსაცემად მოამზადა და წინასიტყვაობა დაურთო ნინო ბადაშვილმა.

გამოფენა 2022 წლის 31 იანვრამდე გაგრძელდება. დათვალიერება თავისუფალია.