ნოემბერი 548
en

მართლმადიდებლობის დღესასწაულისა და ავტოკეფალიის აღდგენის დღისადმი მიძღვნილი გამოფენა

სამების საკათედრო ტაძრის ახალგაზრდულ ცენტრში მართლმადიდებლობის დღესასწაულსა და საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენიის დღესთან დაკავშირებით ეროვნული არქივში დაცული დოკუმენტების გამოფენა გაიხსნა. ექსპოზიცია დაათვალიერეს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პარტიარქმა, უწმიდესმა და უნეტარესმა ილია II-მ და სხვა სასულიერო პირებმა, რომელთაც გამოფენის შინაარსი ეროვნული არქივის გენერალურმა დირექტორმა თეონა იაშვილმა გააცნო.
 
გამოფენაზე წარმოდგენილია: სახარება, „ანბანდიდად“ წოდებული (IX საუკუნე);  საგალობლები ძველი სანოტო ნიშნებით (IX-X საუკუნეების); „ანჩის სახარება“ (XII საუკუნე) „დავითნი“ (XII საუკუნე);   „შეწირულების  დაწერილი მელქისედეკ კათალიკოსისა  მცხეთის საყდრისადმი“ (1031-1033 წლები); „ანდერძი დავით აღმაშენებლისა შიომღვიმის მონასტრისადმი“ (1123 წელი); „ბრძანება ლაშა გიორგისა შიო მღვიმის მონასტრისადმი“ (1222 წელი); „სოფლების შეწირულების სიგელი დოროთეოს კათალიკოსისა ნიტრიის ღმრთისმშობლის მონასტრისადმი“ (1589-1595 წლები) და სხვ.
 
წერილობით დოკუმენტებთან ერთად, გამოფენა მოიცავს საეკლესიო მოხატული ხელნაწერებისა და საქართველოს მართმადიდებლური ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენასთან დაკავშირებულ ფოტოებს.
 
ღონისძიება  გაგრძელდება 25 მარტს 13:00 საათზე, რაც დროსაც დაგეგმილია მოხსენებების წაკითხვა ავტოკეფალიის აღდგენის საკითხზე ეროვნულ არქივში დაცულ მასალებთან დაკავშირებით.