ნოემბერი 548
en

მეფე გიორგი ΙΙΙ-ის ბეჭედი - კვირის დოკუმენტი

„კვირის დოკუმენტის“ ფარგლებში ეროვნულმა არქივმა დღეს მეფე გიორგი III-ის (გ. 1184) ბეჭდის ფოტო გამოაქვეყნა.

ნიკოდიმოს კონდაკოვის აღწერით, ბეჭედი ოქროსი ყოფილა, განსაკუთრებულად დიდი ზომის, წმიდა გიორგის გამოსახულებითა და შემდეგი წარწერით: "წმიდაო გიორგი, მე, გიორგი სასოებითა შენითა ვსძლევ მტერთა ჩემთა" („Святой Георгий, я, Георгий, надеждою на тебя побеждаю врага“, იხ. კონდაკოვი, ბაქრაძე, გვ.41).

ბეჭედი დავით აღმაშენებლის ბეჭდის სახელით ინახებოდა გელათის ტაძარში. 1904 წელს ტაძარი გაუძარცვავთ და ეს ოქროს ბეჭედიც სამუდამოდ დაკარგულა. ფოტო დაცულია ეროვნულ არქივში, დიმიტრი ერმაკოვის ფოტოკოლექციაში.

ფოტოს ნახვა შესაძლებელია ეროვნული არქივის ვებგვერდზე: http://archives.gov.ge/ge/kviris-dokumenti, ასევე, ეროვნული არქივის გვერდზე: https://www.facebook.com/NationalArchivesofGeorgia.

„კვირის დოკუმენტი“ ეროვნული არქივის პროექტია, რომელიც მიზნად ისახავს არქივში დაცული უნიკალური და მრავალფეროვანი მასალის შესახებ საზოგადოების ინფორმირებას.