ნოემბერი 548
en

მიიღეთ საარქივო სერვისები www.my.gov.ge-ის პორტალის საშუალებით

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივის სერვისები მოქალაქეებისთვის დღეიდან უკვე ელექტრონული სერვისების ერთიანი პორტალის (www.my.gov.ge) საშუალებითაც ხელმისაწვდომია.

მომხმარებელი შეძლებს ელექტრონული ფორმით მიიღოს (www.my.gov.ge ვებგვერდიდან ჩამოტვირთოს) მის მიერ მოთხოვნილი სოციალურ-უფლებრივი ხასიათის საარქივო ცნობა.

გარდა ამისა, ასევე ელექტრონული ფორმით შესაძლებელია განცხადების წარდგენა 1936 წლამდე რეგისტრირებული დაბადების, ქორწინების, განქორწინებისა და გარდაცვალების შესახებ საარქივო ცნობების მოთხოვნით.

ელექტრონული მომსახურების გარდა, საარქივო სერვისები კვლავ ხელმისაწვდომია იუსტიციის სახლებსა და საზოგადოებრივ ცენტრებში (გარდა საკარანტინე ზონებში მდებარე ფილიალებისა), მხოლოდ ვიზიტის წინასწარი დაჯავშნით.  

დეტალური ინფორმაციისთვის მიმართეთ საქართველოს ეროვნულ არქივს ცხელი ხაზის (+995 032 214 05 05) ან ელექტრონული ფოსტის (services@archives.gov.ge) საშუალებით.