ნოემბერი 548
en

მომავალი ისტორიკოსები ეროვნულ არქივში დაცულ მასალას გაეცნენ

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნულ არქივში დაცული ფონდების შესახებ „ნორჩ ისტორიკოსთა სკოლის“ მსმენელებისთვის ლექცია ჩატარდა.

საჯარო და კერძო სკოლის 120-ზე მეტ უფროსკლასელს ეროვნულ არქივში დაცული საინტერესო და გამორჩეული მასალა საქართველოს ეროვნული არქივის სამეცნიერო განყოფილების ხელმძღვანელმა ქეთევან ასათიანმა და კინოფოტოფონოდოკუმენტების ცენტრალური არქივის დირექტორმა გიორგი კაკაბაძემ გააცნეს და ისტორიის კვლევისთვის ამ მასალების შესწავლის მნიშვნელობაზე ესაუბრნენ.

ლექცია ისტორიის მასწავლებელთა საქართველოს ასოციაციის ინიციატივითა და ეროვნული არქივის ხელშეწყობით ჩატარდა.