ნოემბერი 548
en

მომსახურების გაუმჯობესების თემაზე სემინარები დასრულდა

იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივში მოქალაქეთა მომსახურების გაუმჯობესების თემაზე სემინარების ციკლი დასრულდა. კახეთის რეგიონის ადგილობრივი არქივების თანამშრომელთათვის ტრენინგი დღეს თელავში გაიმართა. 
 სწავლებაში მონაწილეობდა ყველა ის თანამშრომელი, რომელთაც უშუალო შეხება აქვთ მოქალაქეთა მომსახურებასთან. სემინარს ამ სფეროს ექსპერტი ნანა გოგოხია უძღვებოდა. 
კახეთის რეგიონის არქივისტებთან ერთად, ღონისძიებაში მონაწილეობდნენ: ეროვნული არქივის ცენტრალური აპარატის, ასევე ქვემო ქართლისა და სამცხე-ჯავახეთის, იმერეთის, გურიის, სამეგრელოს, სვანეთისა და რაჭა-ლეჩხუმის რეგიონების ადგილობრივი არქივების თანამშრომლები. 
სემინარების ციკლი ეროვნულ არქივში მომსახურების გაუმჯობესებასა და სტანდარტების დახვეწას ემსახურებოდა.