ნოემბერი 548
en

მულტიმედიური გვერდი საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის შესახებ

საქართველოს რესპუბლიკის უზენაესმა საბჭომ 1991 წლის 9 აპრილს გამოაცხადა საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენა 1918 წლის 26 მაისის დამოუკიდებლობის აქტის საფუძველზე.

ამ ღირშესანიშნავი თარიღის 30 წლის იუბილეს აღსანიშნავად საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივი საკუთარ ვებგვერდზე მულტიმედიურ ფორმატში წარმოადგენს ეროვნულ არქივში დამოუკიდებლობის აღდგენის თემაზე დაცულ საარქივო მასალას: https://archive.gov.ge/ge/sakartvelos-damoukideblobis-aghdgena-1.

დოკუმენტებს შორისაა წერილობითი მასალა, ფოტოები, კინოკადრები და საგაზეთო პუბლიკაციები.